თბილისი. „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები” დევნილებს მხარდაჭერას უცხადებენ.
„უკვე 25 წელია დევნილთა განსახლების პრობლემა ვერც ერთმა მთავრობამ ვერ გადაჭრა და ფუჭი დაპირებების მოლოდინში კიდევ ათასობით დევნილს უწევს გაუსაძლის პირობებში ცხოვრება. ამის პარალელურად, სრულიად ქაოტურად მშენებარე სახლებში ბინის ყიდვა მხოლოდ მოსახლეობის ძალიან მცირე, პრივილეგირებული ნაწილისთვის არის შესაძლებელი. დევნილების მიერ დირსის კორპუსში ბინების დაკავება ამ უსამართლობასთან ბრძოლის ერთადერთი გზაა. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თავისი მოქალაქეებისთვის ღირსეული საცხოვრისი”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)