შიდა ქართლი. „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან" არსებული გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებმა ახალი კამპანია - „ახალგაზრდები ევროპული ღირებულებებით" წამოიწყეს. კამპანიის ფარგლებში, მათ დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა სახის შეხვედრები, დებატები, ფილმის ჩვენებები, საინფორმაციო კამპანიები და კიდევ მრავალი მოხალისეობრივი აქტივობები. კამპანია მიზნად ისახავს საერთო ევროპულ ღირებულებებზე ცოდნის ამაღლებას, ახალგაზრდებში დამოუკიდებელი აზროვნებისა და სოციალურ-პოლიტიკური ინიციატივების ჩამოყალიბებას, საერთაშორისო კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას, განსხვავებული იდეებისა და გამოცდილების გაზიარებას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)