თბილისი. 29 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა საჯარო ლექცია „ამერიკის პოლიტიკა რეგიონის მიმართ".
„ლექციას უძღვებოდა ამერიკა-რუსეთის ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, 2013-2017 წწ.-ში ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური თანაშემწე და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში უფროსი დირექტორი სელესტ ვალანდერი. მომხსენებელმა ისაუბრა რუსეთი-ამერიკის ურთიერთობების, რეგიონის მიმართ თეთრი სახლის პოლიტიკისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)