თბილისი. საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) საქმეზე „საქართველოს მოქალქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარუდგინა.
„სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილულია პორნოგრაფიულ ნაწარმოებებთან დაკავშირებული რეგულაციები სხვადასხვა იურისდიქციაში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, გერმანია, ნიდერლანდების სამეფო, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებულ შტატები), ასევე „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები და ის ვალდებულებები, რომელიც საქართველოს, როგორც ხელშემკვრელ ქვეყანას ეკისრება. ამასთან, გაანალიზებულია პორნოგრაფიულ დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები და მათში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ისტორია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)