თბილისი. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) აქვეყნებს სოციოლოგიური კვლევის შედეგებს საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, რომელიც სწავლობს მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო უწყებების მიმართ და განწყობებს სხვადასხვა საკითხების მიმართ.
„მოსახლეობის გამოკითხვის დღეს წარმოდგენილი შედეგები საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების დიდი კვლევის ნაწილია, რომელიც 2019 წლის გაზაფხულის ბოლოს გამოქვეყნდება. ამ გამოკითხვის გარდა, საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობა შეფასება დაეყრდნობა წინასწარ განსაზღვრული კითხვარის და 10-მდე ფოკუს ჯგუფის შედეგებს და სხვა წყაროებს. შეფასების ინსტრუმენტი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მართლმსაჯულება, მოქალაქეობა, სამოქალაქო და სოციალური უფლებები, მედია, პოლიტიკური პარტიები, მთავრობისა და პარლამენტის მუშაობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: osgf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)