იმერეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში პროექტის პრეზენტაცია გამართეს. მისი სახელწოდებაა „ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში".
„აღნიშნული პროექტის ერთერთი ამოცანაა: ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების უფლებების დაცვა და მყისიერი, ხელშესახები შედეგების მიღწევა სოციალური, ეკონომიკური, კულტურული უფლებების სფეროში, მძლავრი გენდერული განზომილებით", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)