თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მორიგი შეხვედრა დღის ცენტრში – „პირველი ნაბიჯი" ჩაატარა.
„შეხვედრის ფარგლებში PHR-ის წარმომადგენელმა, თათია მიქელაძემ დღის ცენტრის მასწავლებლებთან, ადმინისტრაციასთან და მშობლებთან ერთად სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებთან დაკავშირებულ ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტები განიხილა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)