თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი ჟურნალისტებისთვის – „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მედიის როლი“. ტრენინგზე, რომელსაც ესწრებოდა ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები, განიხილეს პასუხისმგებლიანი ბიზნესის განხორციელების ევროპული გამოცდილება, მიდგომები და ადგილობრივ კომპანიების პროექტები.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)