თბილისი. მედიის განვითარების ფონდი აქვეყნებს კვლევას: სახელისუფლებო ტროლები, TBC-ის, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ. კვლევის მიზანია სახელისუფლებო ტროლების იდენტიფიცირება და მათ მიერ ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
„ტროლი არის პიროვნება, რომელიც ონლაინ სივრცეში რეალური იდენტობის მითითების გარეშე მოქმედებს, რათა სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა შორის ჯანსაღ დისკუსიას ხელი შეუშალოს. ტროლის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი რეალური იდენტობის დამალვაა. ონლაინ სივრცეში ის ყალბი პროფილის მეშვეობით მოქმედებს, სადაც მის შესახებ არსებული ინფორმაცია ან გაყალბებულია, ან საერთოდ არ არის ასახული", ნათქვამია დოკუმენტში.
წყარო: mdfgeorgia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)