თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კანონმდებლობაში რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციას აფასებს.
„RIA-ს ინსტიტუციონალიზაცია პოზიტიურად უნდა შეფასდეს, თუმცა ინიციატივა წარმოდგენილი სახით ვერ პასუხობს საკანონმდებლო პროცესის გამოწვევებს, ვრცელი გამონაკლისი შემთხვევები იძლევა RIA-ს გარეშე მნიშვნელოვანი კანონების მიღების შესაძლებლობას. პროექტის მიხედვით, RIA შეიძლება იყოს ფორმალურად სავალდებულო მოთხოვნა, თუმცა კანონპროექტი იძლევა შესაძლებლობას მნიშვნელოვანი ინიციატივები რეგულაციის ზეგავლენის შეფასების გარეშე იყოს მიღებული", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)