en
ge

თამთა თათარაშვილი: დედობის პოლიტიზირება

თამთა თათარაშვილი: დედობის პოლიტიზირება

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს თამთა თათარაშვილის სტატიას: დედობის პოლიტიზირება.

„წინამდებარე სტატიის მიზანია, გავიხედოთ სენტიმენტებს მიღმა, განვიხილოთ დედობა, როგორც სოციალური ფენომენი და როგორც ეკონომიკურ-პოლიტიკური შედეგების მქონე პრაქტიკა, ორი ფემინისტი ავტორის, სარა რუდიკისა და ნენსი ფრეიზერის თეორიებზე დაყრდნობით. ეს ავტორები, ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებულ საკითხებს უღრმავდებიან. სარა რუდიკი დედობის ყოველდღიური პრაქტიკის ანალიზს გვთავაზობს და მის თეორეტიზირებას ახდენს, რაც მანამდე, შესაძლოა, მხოლოდ დედებს შორის პირადი განხილვების საგანი ყოფილიყო. ნენსი ფრეიზერი (ესეებში, რომლებსაც მე უნდა შევეხო) კი გვიანდელი კაპიტალისტური კეთილდღეობის სახელმწიფოს პოლიტეკონომიასა თუ მის კრიტიკაში გამოტოვებული გენდერული მიდგომის პრობლემატიზებას ახდენს, აქცენტით საშინაო ზრუნვის შრომაზე, რომელსაც, ძირითადად, ქალები/დედები ასრულებენ და რომელიც აუნაზღაურებელი შრომის სახელითაა ცნობილი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)