თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებს დაფინანსება გაუზარდეს.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისათვის, ჯამში, 1 434 627 ლარი დახარჯეს”, - ვკითხულობთ TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „მუნიციპალიტეტებმა წინა პერიოდის მსგავსად, 2017-2019 წლებშიც ფინანსური დახმარება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაუწიეს".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)