en
ge

EMC: რას ვითხოვთ, როდესაც ვსაუბრობთ შრომის უსაფრთხოებაზე?!

EMC: რას ვითხოვთ, როდესაც ვსაუბრობთ შრომის უსაფრთხოებაზე?!

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), დასაქმებულთათვის ღირსეული შრომითი გარემოს შექმნის მიზნით, ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივი ქმედებების გატარებას ითხოვს და სპეციალურ განცხადებს ავრცელებს.

„საწარმოო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობამ ბოლო წლებში საგანგაშო მონაცემებს მიაღწია. 2011-2018 წლებში დაშავდა 1081 და დაიღუპა 376 ადამიანი. 2018 წელს, წინა წლებთან შედარებით, დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 59 ადამიანი. საწარმოო შემთხვევათა სიმრავლიდან გამომდინარე, მსგავსი სიახლეები თითქმის ყოველდღიურობად იქცა და საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური რეაგირების მიღმა რჩება. შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მძიმე მდგომარეობის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შრომის უსაფრთხოების შესახებ" ორგანული კანონი. აღნიშნული კანონის მიღება არსებითად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო დასაქმებულთა შრომითი უფლებების უზრუნველყოფისკენ. თუმცა, შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავებისა და კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, აღსრულების მექანიზმების არაეფექტურობა და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედების ვადის მომავალში გადადება დასაქმებულთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ყოველდღიური რისკის ქვეშ აყენებს", - აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)