აჭარა. 12 აპრილს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" წევრმა, ხატია ტაკიძემ ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლაში ჩაატარა დისკუსია თემაზე „გამოხატვის თავისუფლება".
„დისკუსიის პროცესში ისაუბრეს გამოხატვის თავისუფლების ისტორიაზე, ძირითად არსზე და გამოწვევებზე. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უფროსების მხრიდან თავიანთი აზრის უგულებელყოფაა", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)