თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR), უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით, სამართლებრივი მოსაზრება მოამზადა. დოკუმენტის მომზადებაში ჩართულნი იყვნენ ავტორიტეტული ექსპერტები: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ანდრაშ შაიო; იურისტების საერთაშორისო კომისიის საპატიო წევრი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მიშელ რივე; მოსამართლეთა ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი და მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის პირველი ვიზე-პრეზიდენტი, ჟოზე იგრეია მატოსი. დოკუმენტში დეტალურად არის მიმოხილული კანონპროექტის შესაბამისობა საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებთან, ნორმებთან და პრაქტიკებთან, ისევე როგორც ეუთოს ფარგლებში ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებთან.
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)