თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტ (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „მოსამართლეთა პროფესიული მომზადების სისტემაში არსებული ხარვეზები იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს".
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარმოადგინეს კვლევა საქართველოში მოსამართლეთა პროფესიული მომზადების სისტემის შესახებ. კვლევა მიმოიხილავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციურ მოწყობასა და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებს. მასში განხილულია როგორც იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის უფლებამოსილებების განაწილების საკითხი, ასევე გამოკვეთილია სხვა რიგი პრობლემები, რაც იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის კუთხით არსებობს, მათ შორის, იუსტიციის მსმენელთა მომზადებასთან, მოსამართლეთა გადამზადებასთან და სკოლის პროგრამებთან დაკავშირებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)