აჭარა. 2019 წლის 18 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს კიდევ ერთი სარჩელი, რომელიც ზემდგომ ინსტანციაში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლას ეხებოდა. საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ის ნორმა გაასაჩივრა, რომელითაც ზემდგომ ინსტანციაში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება არა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან, არამედ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან. საკონსტიტუციო სასამართლომ საიას პოზიცია გაიზიარა და გასაჩივრებული ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო. ამასთან საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს ვადა მისცა 2019 წლის 1 ივლისამდე, რათა ცვლილება შეიტანოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)