en
ge

არასამთავრობოების შეხვედრა პარლამენტში

ქუთაისი. 27 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ცვლილებები პატიმრობის კოდექსში, პენიტენციური სისტემის დაწესებულებებზე საზოგადოებრივი მონიტორინგი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები, სისხლის სამართლის კოდექსი და კანონი პრობაციის შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლებმა გაიზიარეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული რიგი რეკომენდაციები განსახილველ საკითხების ირგვლივ.
შეხვედრაში მონაწილეობენ: კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ციხის საერთაშორისო რეფორმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, საზოგადოებრივი დამცველი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, ახალგაზრდა ადვოკატები.
წყარო: კონსტიტუციის 42–ე მუხლის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)