თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) ზუგდიდის მუნიციპალურ იურიდიულ პირებში რეორგანიზაციის პროცესს ეხმაურება.
„ზუგდიდის მუნიციპალურ იურიდიულ პირებში რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, ამ დრომდე არ დასრულებულა. იურიდიული პირების მუშაობის შემსწავლელ ჯგუფს საბოლოო წინადადებები რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიისთვის არ გადაუგზავნია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სამუშაო ჯგუფს და საკითხით დაინტერესებულ პირებს წარუდგენს რეკომენდაციებს პროცესის ოპტიმალურად და ეფექტიანად დასრულებისთვის", - აღნიშნულია TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)