en
ge

რა ეტაპზეა პანკისის ჰესების სასამართლო დავები

რა ეტაპზეა პანკისის ჰესების სასამართლო დავები

თბილისი. პანკისის ხეობაში დაგეგმილი ორივე ჰესის საკითხთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, სასამართლო დავას აწარმოებს. EMC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სულ, სასამართლოში მიმდინარეობს 4 პარალელური დავა: „ხადორი 3" ჰესთან დაკავშირებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, რომელმაც კანონდარღვევით გასცა მშენებლობის ნებართვა ჰესის მშენებლობაზე; „ხადორი 3-ის" დავის ფარგლებში EMC-მ შუამდგომლობა დააყენა და ითხოვდა, სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას, სასამართლო დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე; დავა ,,სამყურისწყალი 2 ჰესი"-ს იმ აქტების ბათილად ცნობისთვის, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა პანკისის ხეობაში აღნიშნული ჰესის მშენებლობა; სამართლებრივი დავა, მშენებლობის ნებართვის კანონიერებასთან დაკავშირებით, სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ; დავა ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციის საკითხზე ეკოლოგიური ექსპერტიზის კანონიერებასთან დაკავშირებული, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)