თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI), არქივების მეტი გამჭვირვალობისა და საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პარლამენტს „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის ინიციატივით მიმართა.
„საქართველოში საარქივო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის მხრივ დაწესებულია ერთ-ერთი ყველაზე შემზღუდველი რეგულაციები აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. აღნიშნული საკითხი პრობლემურია იქიდან გამომდინარეც, რომ, შედეგად, საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც დაინტერესებულია ისტორიული თუ საბჭოთა კვლევების საკითხით, ექმნება დაბრკოლება გაეცნოს მასალებს და სწორედ გაიაზროს წარსული. IDFI-ის მიაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოში გაიზარდოს საარქივო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა, ამ მიზნით კი, პირველ რიგში, მოქმედ კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და დამატებები", - აღნიშნულია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)