თბილისი. „ღია საზოგადოების ფონდის", „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა" და „ატლანტიკური საბჭოს" წარმომადგენლები ვაშინგტონს სტუმრობენ.
ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში 20-მდე შეხვედრაა დაგეგმილი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები შეხვედრებს გამართავენ: აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებთან, საქართველოს საკითხებზე მომუშავე სენატორებსა და კონგრესმენებთან. საუბრების თემა იქნება: საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრულ სფეროებში განხორციელებული რეფორმები, მათი მონიტორინგი, შეფასებები და რეკომენდაციები; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, უსაფრთხოების სექტორის რეფორმები, საარჩევნო გარემო, მედიის თავისუფლებისა და მართლმსაჯულების საკითხები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)