აჭარა. 22 აპრილი დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღეა.
„ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ნარჩენების სეპარაციის სტენდების გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ბსუ-ს სტუდენტებმა, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სეპარაციის სტენდში სიმბოლურად განათავსეს დახარისხებული ნარჩენები. ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დაასუფთავეს შავი ზღვის სანაპირო ზოლი", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)