შიდა ქართლი. 20-21 აპრილს, გორში, ბიზნესის მართვის თემაზე ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც შიდა ქართლში მცხოვრები 13 მონაწილე დაესწრო.
„ტრენინგის მონაწილეებს ბიზნეს გეგმის წარმოდგენის შემდეგ შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 1200 € მოცულობის მატერიალური ფასეულობები (მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და ინვენტარი, წარმოების საშუალებები და სხვა) ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად. პროექტი - „განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” - შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის რეგიონში და ქ. თბილისში ხორციელდება. პროექტი 2020 წელს დასრულდება და მასში 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი მიიღებს სხვადასხვა სახის სარგებელს", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)