თბილისი. თბილისის ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ევროკავშირი საქართველოში გთავაზობთ კონკურსს პატარებისთვის.
ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან აარჩიეთ რომელია თქვენი პატარებისთვის ნაცნობი და ყველაზე საყვარელი. დაახატინეთ პატარებს არჩეული ქვეყნის: რუკის კონტური ან ქვეყნის დამახასიათებელი სიმბოლო (ნაციონალური სამოსი, კულინარიული შედევრი, დროშა და ა.შ). კონკურსის პირობები ასეთია: შემოსული ნახატებიდან შემთხვევითობის პრინციპით აირჩევა 10 ნახატი, რომლებიც შეიკერება ფულმფულა სათამაშოდ და 4 მაისს, ევროპის დღეს, რიყის პარკში თქვენს პატარებს საკუთარი ნახატის გაცოცხლებული ვერსია საჩუქრად გადაეცემათ”, ნათქვამია ევროკავშირის სოციალური ქსელის გვერდზე.
წყარო: ევროკავშირის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)