თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აგრძელებს პარლამენტის დღეს უნივერსიტეტში. ამჯერად, ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. „საქართველოს პარლამენტის წევრმა ირინა ფრუიძემ სტუდენტებს პარლამენტის სტრუქტურის/ფუნქციის და ასევე საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კუთხით მიღწეულ შედეგებზე ესაუბრა. IDFI-ის პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა კი, ახალგაზრდებს გააცნო ის ახალი სერვისები რაც საშუალებას მისცემს მათ უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის საკანონმდებლო საქმიანობაში", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)