სამეგრელო-ზემო სვანეთი. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისი იწყებს მერობის კანდიდატების შეხვედრების ციკლს ახალგაზრდებთან. რა პროექტებს განახორციელებს არჩეული მერი, ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში და რამდენად იქნება გათვალისწინებული მათი საჭიროებები? რა საქმიანობებს განახორციელებს არჩეული მერიმ, ახალგაზრდების განათლების კუთხით? იგეგმება თუ არა გაცვლითი პროგრამები, სასწავლო ვიზიტები და სტუდენტებისთვის სტაჟირების ანაზღაურებადი პროგრამები? რა სიახლეებს შესთავაზებს არჩეული მერი ახალგაზრდებს მათი დასაქმების კუთხით და როგორ დააინტერესებს ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებს? რამდენად გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება კადრების შერჩევის პროცესი მერიაში? - ეს არის საკითხები, რომელთა განხილვაც ამ შეხვედრებზე იგეგმება.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)