თბილისი. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ღია კონკურსის საფუძველზე, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები შეარჩია. ჯგუფი პენიტენციური დაწესებულებების, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილების, სამხედრო ნაწილების, ბავშვთა სახლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციების მონიტორინგის მიმართულებებით პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად იმუშავებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)