თბილისი. „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი" (CTC) ახალი ინიციატივის შესახებ აცხადებს. „ევროპული კლუბები საქართველოში” - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც ორგანიზაცია „კონრად ადენაუერის ფონდსა" და „რობერტ შუმანის ფონდის" პოლონეთის ოფისთან თანამშრომლობით განახორციელებს. ევროპული კლუბები (Clubbing Europe) ევროპის ქვეყნებში უკვე მრავალ წელია პოპულარულია. საქართველოში ახალი ინიციატივის განხორციელების პროცესში, ეს მოდელი, მისი იდეა ქართულ რეალობას მოერგება. ამისთვის, პროექტს 6 საჯარო სკოლაში მოსინჯავენ. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, შემდგომი განვითარების სტრატეგიის ფორმირება და პროექტში საქართველოს სხვა სკოლების ჩართვა იგეგმება.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)