თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) აქვეყნებს ანალიტიკურ დოკუმენტს, სახელწოდებით - „რატომ არის მნიშვნელოვანი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობა?".
„სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას, მის ლეგიტიმაციას და დამოუკიდებლობის აღქმას დიდ წილად მოსამართლეების დანიშვნა განაპირობებს. საზოგადოებას აინტერესებს ვინ და როგორ ინიშნება მოსამართლის თანამდებობაზე. ბოლო წლებში ნათლად გამოჩნდა, რომ ცალკეული მიმართულებებით სტატისტიკური მაჩვენებლების ზრდის პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, საზოგადოებას კრიტიკულად განაწყობს და ღრმა უნდობლობას უქმნის სწორედ სასამართლო სისტემის დაკომპლექტების პროცესი. ამ თვალსაზრისით, მრავალი წელია საზოგადოების, მედიის თუ პროფესიული ჯგუფების გაძლიერებული ყურადღება სამართლიანად იუსტიციის უმაღლეს საბჭოსკენ არის მიმართული, თუმცა გარკვეულწილად ყურადღების მიღმა რჩება არანაკლებ მნიშვნელოვანი ორგანო - იუსტიციის უმაღლესი სკოლა", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)