ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტები მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში არსებული მდგომარების გაცნობის მიზნით იმყოფებოდნენ.
„პანსიონატში ვიზიტისას შეიმჩნეოდა ინსტიტუციის მაცხოვრებლებსა და პერსონალს შორის დაძაბული, კონფლიქტური დამოკიდებულება. მაცხოვრებლები აღნიშნავდნენ, რომ დაწესებულებაში ხშირია ოთახებიდან სხვადასხვა ნივთების მოპარვის შემთხვევები, რასაც დირექცია და პერსონალი რეაგირების გარეშე ტოვებს. კონფლიქტური სიტუაციები ხშირია თავად მაცხოვრებლებს შორისაც, რაც ასევე რჩება პერსონალისა და დირექციის რეაგირების გარეშე. ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის გადამოწმების და დროული რეაგირების მიზნით PHR-მა წერილობით მიმართა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახალხო დამცველს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)