en
ge

მონიტორინგის ინსტრუმენტი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

მონიტორინგის ინსტრუმენტი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

თბილისი. არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრის (ENCL) მხარდაჭერით, მონაწილეობითი მიდგომის გამოყენებით, ექსპერტთა ჯგუფმა მონიტორინგის ინსტრუმენტი - „სსო მეტრი" შეიმუშავა. ეს ინსტრუმენტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება, უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო-ების) საარსებო გარემოს მუდმივ მონიტორინგს და შეფასებას აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში. ინსტრუმენტი მოიცავს სტანდარტებისა და ინდიკატორების ჩამონათვალს 10 სხვადასხვა სფეროში, რომელიც ზომავს, როგორც კანონმდებლობას, ისე - პრაქტიკას. 

ინსტრუმენტის შემუშავებაში, 3-ეტაპიანი კონსულტაციის შედეგად, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ევროპის 807-ზე მეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ. შესაბამისად, „სსო მეტრი" არის ადგილობრივ საჭიროებებსა და რეგიონის სპეციფიკას მაქსიმალურად მორგებული ინსტრუმენტი. მის საფუძველზე მომზადებული ქვეყნებისა და რეგიონულ ანგარიშებზე დაყრდნობით, თქვენ შეგიძლიათ: შეაფასოთ ქვეყნის პროგრესი ან რეგრესი თითოეულ სფეროში; წლების მიხედვით შეადაროთ ქვეყნების მიღწევები და გამოწვევები; ადვოკატირებისთვის, შეიმუშაოთ ფაქტებით გამყარებული რეკომენდაციები, ისევე, როგორც პოლიტიკის ფორმირების პროცესში, შეაფასოთ საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოს ეხება; შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიმუშაოთ უფრო დეტალური თემატური ანგარიშები. 

იხილეთ მეტი „სსო მეტრი"-ს შესახებ

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)