თბილისი. „მედიის განვითარების ფონდი" აქვეყნებს კვლევას: „რუსული სამყარო". ის მიზნად ისახავს საქართველოში რუსული რბილი ძალის მოქმედების და ამ პროცესში ჩართული აქტორების შესახებ ინფორმაციის შესწავლას.
„კვლევა ღია წყაროებზე დაყრდნობით განხორციელდა და ძირითადად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე შექმნილ ფონდ „რუსული სამყაროს” («Русский мир») ვებ-გვერდს, ასევე იმ ორგანიზაციების შესახებ არსებულ ღია ინფორმაციას ეფუძნება, რომლებიც „რუსულ სამყაროს" პარტნიორთა ნუსხაში ჰყავს მითითებული. დოკუმენტური ანალიზი მოიცავდა საჯარო რეესტრის მონაცემებს, ასევე მედიაში ამ ორგანიზაციების აქტივობების გაშუქებაზე დაკვირვებასაც", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: mdfgeorgia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)