თბილისი. ინფორმაცის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მომზადების ვადების დაცვა თბილისის საქალაქო სასამართლოში - 2015-2018 წლების პრაქტიკა. „საქართველოს საერთო სასამართლოების გადატვირთულობა წლებია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საქმის განხილვის გაჭიანურება გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლების - სამართლიანი სასამართლოს უფლების - ხელყოფის რისკებს წარმოშობს. გარდა ამისა, საქმეთა სიჭარბემ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხსა და მათ დასაბუთებულობაზე. წინამდებარე კვლევის მიზანია აჩვენოს მოსამართლეთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მომზადების ვადების დაცვა/დარღვევა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დატვირთული სასამართლოა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)