იმერეთი. ქალები მშვიდობის ძიებაში – ამ სახელწოდების პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. პუბლიკაცია ქართულ აფხაზური პროექტის ერთობლივი შემაჯამებელი დოკუმენტია საქართველოში მცხოვრებ ქალთა მშვიდობიან მომავალზე. პუბლიკაცია ხუთი ნაწილისაგან შედგება და ის ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა.
ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის გრძელვადიანი მიზანია გენდერული მიდგომის დამკვიდრება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში.
პროექტი განხორციელდა კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმისა" და აფხაზეთის ქალთა ასოციაციის მიერ, შვედეთის საერთაშორისო ქალთა ფონდის Kvinna ill Kvinna-ს მხარდაჭერით.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)