თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას.
„სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ვერ აჩვენა ურყევი და მტკიცე პოლიტიკური ნება, შეექმნა საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს პროცესში პრაქტიკულ და რეალურ ბარიერებს დაუდგენდა. ცვლილებების შემუშავების პრაქტიკულად არცერთ ეტაპზე, პარლამენტმა არ გამოხატა მიმღებლობა ქვეყნის შიგნით გამოთქმული არაერთი სამართლიანი, რაციონალური და დასაბუთებული კრიტიკის თუ შეთავაზების მიმართ. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის ცვლილების შესაძლებლობა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მძიმე და კრიტიკული დასკვნების შემდეგ გახდა შესაძლებელი", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)