თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს 12 მაისის მოვლენებიდან ერთი წლის შეფასებას.
„12 მაისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის დასაბუთებულობა და მიზანშეწონილობა მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. 12 მაისის ღამესვე ცნობილი გახდა, რომ უშუალოდ კლუბების შიგნით, საპოლიციო ოპერაციის შედეგად არავინ დაუკავებიათ, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა უნდობლობა და კითხვები პოლიციის მოქმედების მიმართ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)