en
ge

არასამთავრობოების პარლამენტის წევრთან შეხვედრა ზუგდიდში

სამეგრელო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი 27 მარტს, სამეგრელოს რეგიონში კონფლიქტის თემებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების სახალხო დიპლომატიის გზით აღდგენაზე ისაუბრა. ვოლსკის განცხადებით, სახალხო დიპლომატიაზე ადრეც ხშირად საუბრობდნენ, მაგრამ დღეს მოისმინა იმ ადამიანების მოსაზრებები, რომლებსაც რეალურად საქმის კეთება შეუძლიათ. 
ასოციაციის „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" ხელმძღვანელის, ალუ გამახარიას თქმით, სამეგრელო ყოველთვის განსაკუთრებულად მჭიდრო კავშირში იყო აფხაზეთთან და სწორედ აქედან უნდა დაიწყოს სახალხო დიპლომატიის განვითარება ქართველებსა და აფხაზებს შორის. 
კონფლიქტების საკითხების განხილვა ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის", „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის წარმომადგენლობისა და საზოგადოება „ზუგდიდელის" ინიციატივით მოეწყო.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)