თბილისი. „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI), ახალ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აქვეყნებს.
„IDFI მიესალმება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების დაწყებას და იმედოვნებს, რომ ახალი სამოქმედო გეგმა კორუფციის პრევენციის მიმართულებით ყველა მნიშვნელოვან ამოცანას გაითვალისწინებს. საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ კორუფციასთან მებრძოლ არსებულ უწყებებში მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. არსებული ანტიკორუფციული სისტემის ხარვეზების შესახებ IDFI უკვე დიდი ხანია საუბრობს სხვადასხვა ფორმატში", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)