თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) ინფორმაციით, „ბიბლუსმა" ცილისწამების საქმეზე სასამართლო დავა წააგო.
„კომპანიამ დასაქმებულებს 2017 წლის მაისში უჩივლა, იმ ვიდეომიმართვის გამო, რომელშიც დასაქმებულები „ბილუსში" შექმნილ არასათანადო შრომით პირობებს აღწერდნენ და საზოგადოებას მხარდაჭერის გამოხატვისა და სოლიდარობისათვის მოუწოდებდნენ", - ნათქვამია EMC-სი მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბიბლუსის" მოთხოვნა, უსაფუძვლობის გამო, არ დააკმაყოფილა". საქმეზე მოპასუხე მხარეთა ინტერესებს სასამართლოში EMC იცავდა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)