თბილისი. ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერმა ჯგუფებმა 14 მაისს, EMC-ს ოფისში გამართეს პრესკონფერენცია და გააჟღერეს საერთო მოთხოვნები.
„ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერები, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ნარკოპოლიტიკის სფეროში სისტემური და ძირეული ცვლილებების შეჩერების ფონზე, სახელმწიფომ მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება ამნისტიის ან/და შეწყალების მექანიზმის გამოყენების თაობაზე, რომელიც უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლებისკენ იქნება მიმართული. ამ მიზნით, საჭიროა, პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით, შექმნას სამუშაო ჯგუფი და გატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)