en
ge

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიმართვა

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიმართვა

თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საქართველოსთვის" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. მიმართვის საგანს ზაზა ხარებავასთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა წარმოადგენს. „საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფარგლებში, „სტუდია მონიტორის” მიერ მომზადებული სიუჟეტით (https://bit.ly/2H3D9Ai) და სხვადასხვა მედია საშუალებებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის მიერ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი არამოსამართლე წევრის, ზაზა ხარებავას არჩევის დროს, დარღვეულ იქნა „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნა. კანონმდებლობით, ამ მოთხოვნის დარღვევა საბჭოს წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია. კოალიცია დაინტერესდა მოცემული შემთხვევით, შეისწავლა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ზაზა ხარებავა თანამდებობაზე აირჩიეს და მიაჩნია, რომ ის თანამდებობაზე კანონის დარღვევით იქნა განწესებული. შესაბამისად, მოგმართავთ განცხადებით, პარლამენტმა იმსჯელოს და პარლამენტის რეგლამენტის 212-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტოს ზაზა ხარებავას", - ვკითხულობთ მიმართვაში. 

სრულად...

წყარო: კოალიციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023