en
ge

დისკრიმინაცია ეთნიკური კუთვნილების ნიშნით

დისკრიმინაცია ეთნიკური კუთვნილების ნიშნით

თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის" საქმიანობის ანგარიშებში ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ბევრი შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის ერთ-ერთია, საქმე „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ. „2017 წელს, ტელეეთერში „სტუდია მონიტორის" ფილმის, „ბავშვები ჩვენი რეალობიდან", გასვლის სემდეგ, PHR-მა საჩივრით მიმართა სახალხო დამცველს. ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომელს ჰქონდა დისკრიმინაციული და ქსენოფობიური დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვის მიმართ და მათ ეთნიკური ნიშნით ყოფდა, ამიტომ საჩივრით მიმართა სახალხო დამცველს”, - ვკითხულობთ „კოალიცია თანასწორობისთვის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „სახალხო დამცველმა, PHR-ის განცხადების საფუძველზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გადაცდომის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა. ფაქტის შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველს ეცნობა, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის შედეგად, პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა შენიშვნა, ხოლო მეორე თანამშრომლის მიმართ გამოყენებული იყო სარეკომენდაციო ბარათი". 

სრულად...

წყარო: კოალიციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)