აჭარა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტები 13-14 მაისს, შუახევის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს, ხელმღვანელობას და მიწის აღიარების კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ის პრობლემური საკითხები განიხილეს, რაც შუახევის მცხოვრებლებს აწუხებთ მიწის რეგისტრაციის კუთხით.
„ჩვენმა იურისტებმა მათ კონკრეტული რჩევები მისცეს, რათა დაგროვილი პრობლემები ეფექტურად მოგვარდეს. ასევე, შეხვედრა გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან, სადაც საჯარო სამსახურის შესახებ ახალ კანონსა და იმ პრაქტიკულ საკითხებს შეეხო მსჯელობა, რომლებიც საჯარო მოხელეებს აწუხებთ. ჩვენმა იურისტებმა მათ უფლებები დეტალურად განუმარტეს და გააცნეს არსებული სასამართლო პრაქტიკა", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)