თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში V-DEM-მა სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის ამსახველი 2018 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დემოკრატიის საშუალო ხარისხი გაუარესდა.
„მონაცემთა ანალიზისას თვალშისაცემია ის მიმართულებები, რამაც ბოლო წლებში გაუარესება განიცადეს და შესაბამისად ნეგატიური ასახვა ჰპოვეს საქართველოს რეიტინგში. მათ შორისაა: მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა; კანონის წინაშე თანასწორობა; სასამართლოს ანგარიშვალდებულება; სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეპრესიები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)