en
ge

საია შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

თბილისი. ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს იურისტთა ასოციაციამ მორიგი განცხადება გაავრცელა. საია შეშფოთებას გამოთქვამს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, განადგურდა ინციდენტის ამსახველი უტყუარი მტკიცეულება – ვიდეო მასალა.  „მივიჩნევთ, რომ აღნიშნული შემთხვევა  არის ტესტი, რომელიც წარმოაჩენს თუ რა მიდგომა აქვს შსს-ს საკუთარი თანამშრომლების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევათა ფაქტებზე. ჯერ-ჯერობით სამწუხარო ფაქტია, რომ არათუ არ ხორციელდება სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, არამედ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიმართლე არ დადგინდეს და პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის კვალი წაიშალოს. აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა  მიუთითებდეს უწყებაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე", ნათქვამია განცხადებაში. ზემოაღნიშნული გარემოებების მნიშვნელობიდან გამომდინარე საია შს მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს.
სრულად 
წყარო:gyla.ge 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)