გურია. 15 მაისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ჩოხატაურში, ივლიტას სახელობის ბიბლიოთეკას და ოზურგეთში, სოფელ ლიხაურის მოსახლეობას ეწვია. ორგანიზაცია მოსახლეობას იმ საფრთხეებზე ესაუბრა, რაც რუსულ რბილ ძალას უკავშირდება და მიმართულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)