თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა სასამართლოში წარდგენილი სარჩელი და თანდართული დოკუმენტები და მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე ერთ ნაწილში უნდა შეწყვიტოს, ხოლო მეორე ნაწილში ნინო ნიჟარაძე არასათანადო მოსარჩელეა.
„საიამ შეისწავლა სასამართლოში წარდგენილი სარჩელი და თანდართული დოკუმენტები და მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე ერთ ნაწილში უნდა შეწყვიტოს, ხოლო მეორე ნაწილში ნინო ნიჟარაძე არასათანადო მოსარჩელეა. მიუხედავად იმისა, რომ 2015-2017 წლებში ,,რუსთავი 2-"ის საქმის განხილვის პროცესი თავიდანვე აჩენდა კითხვებს სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით და ცალსახად ტოვებდა აღქმას, რომ ამ საქმის შედეგთან მიმართებით არსებობდა ხელისუფლების დაინტერესება (რაც თავისთავად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეს ეჭქვეშ აყენებს), უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რომლის თანახმად ნინო ნიჟარაძე არ წარმოადგენს ,,რუსთავი 2"-ის წილის მესაკუთრეს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)