თბილისი. თითქმის ერთკვირიანი შეფერხების შემდეგ, ფეისბუქის პლატფორმაზე ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ვიდეომასალა და ორგანიზაციის ვებსაიტიდან გაზიარებული ბმულები კვლავ ხელმისაწვდომია. „თუმცა, მომხდარმა გვაჩვენა, რა მასშტაბებს აღწევს Facebook-ის პლატფორმაზე ჰომოფობიური და ექსტრემისტული ჯგუფების მოქმედება, რომლებიც ყალბი ანგარიშების მობილიზებით, რეპორტინგით და გვერდების დაჰაკვით, ერთი მხრივ, ხელს უშლიან ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების და აქტივისტების საქმიანობას, მეორე მხრივ კი, ფართო აუდიტორიის წინაშე ავრცელებენ ჰომოფობიურ, მიზოგინიურ, რასისტულ თუ სხვა ტიპის სიძულვილის ენის შემცველ და მიზანმიმართულად მცდარ ინფორმაციას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: women.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)