en
ge

პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამა

აპრილის თვიდან ცენტრი „აფხაზეთი" 3 ახალი პროექტის განხორციელებას დაიწყებს: „პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამა" ზუგდიდსა და თელავში განხორციელდება. პროექტის ბენეფიციარებს პირობით მსჯავრდებულები წარმოადგენენ, რომლებიც პრობაციის ოფიცერთან და სოციალურ მუშაკთან ერთად შეირჩევიან ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად. პროექტის ბენეფიციარები სარეაბილიტაციო პროგრამის გავლის პარალელურად გაივლიან ტრენინგებს ჯანსაღი ცხოვრების წესის და სამუშაოს მოძიების უნარ-ჩვევების თემაზე. 
„პირობით მსჯავრდებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დანაშაულის პრევენციის მხარდამჭერი პროგრამა" მიზნად ისახავს პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის პრევენციის მიზნით. პროექტის ბენეფიციარები იქნებიან პირობით მსჯავრდებულები, რომლებიც ცენტრი „აფხაზეთის" ზუგდიდის ოფისის პროფესიული სწავლებისა და მომსახურების ცენტრის დახმარებით სხვადასხვა პროფესიულ ხელობას დაეუფლებიან: ჭრა-კერვა, კომპიუტერული კურსები, სტილისტი, კოსმეტოლოგია, საბუღალტრო კურსი და სხვა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)